BizWebmaster.com

საიტის დამზადება

დამატებითი მომსახურება

სტანდარტულ პაკეტებში მითითებული მომსახურების გარდა შეგიძლიათ შეუკვეთოთ და მიიღოთ ქცემოთ ჩამოთვილი დამატებითი მომსახურება.

დამატებითი მომსახურების ღირებულება ემატება სტანდარტული პაკეტის ღირებულებას. თუმცა, პაკეტის ტიპისა და დამატებითი მომსახურების მოცულობის გათვალისწინებით, შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფასდაკლების მიღება.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის დამატებით მომსახურებას:

ტრენინგი ტრენინგი საიტის მართვაში.
შესაძლოა თქვენ აპირებთ საიტის მართვა, მასზე სიახლეების განთავსება, ჩააბაროთ ისეთ ადამიან(ებ)ს, რომელიც არ იცნობს საიტის მართვის სისტემას (CMS). ასეთ შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ სპეციალურ ტრენინგებს საიტის მომავალი ადმინისტრატორებისათვის. ტრენინგის დროს ისინი გაეცნობიან საიტის მართვის სისტემის ყველა მნიშვნელოვან ფუნქციასა და შესაძლებლობას და ტრენინგის დასრულების შემდეგ შეძლებენ საიტის დამოუკიდებლად მართვას.

ტრენინგის ღირებულებაა - 25 ლარი/საათი.

SEO კონსულტაცია SEO კონსულტაციები.
საძიებო სისტემებში საიტის სწორი ოპტიმიზაცია მეტი მიზნობრივი აუდიტორიის მოზიდვის საწინდარია. ეს სამუშაო რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს: საძიებიო სიტყვების დადგენას; დადგენილი საძიებო სიტყვების შესაბამისად საიტის ოპტიმიზაციას; მსგავსი შინაარსის საიტებზე და/ან კატალოგებში უკუბმულების მოპოვებას და ა.შ. ჩვენ გთავაზობთ ყველა ამ სამუშაოს ჩატარებას, ან მათი სწორად დაგეგმვისთვის და ჩატარებისთვის საჭირო კონსულტაციებს.

SEO კონსულტაციების ღირებულება დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობაზე და საძიებო სიტყვების სირთულეზე.

ტექნიკური მხარდაჭერა ტექნიკური მხარდაჭერა.
თუკი თქვენ არ გსურთ დახარჯოთ დრო და ადამიანური რესურსები საიტის გაშვების შემდეგ მის მხარდაჭერაზე, ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: თქვენს მიერ მოწოდებული ტექსტური და მულტიმედიური მასალების გამოყენებით 1 თვის განმავლობაში 20 დამატებითი გვერდის, ან პრესრელიზის, ან სიახლის SEO ოპტიმიზაცია და განთავსება; საიტის დიზაინისა და სტრუქტურის უმნიშვნელო ცვლილებები; ჩანართების დამატება მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, ან უფასოდ.

მომსახურების ღირებულება - 25 ლარი/თვე.

კონტენტის შექმნა კონტენტის შექმნა.
საიტზე განთავსებული ინფორმაციის მთავარი მიზანი კლიენტის მოზიდვა და მისი საიტზე შეჩერებაა. დიზაინი საჭიროა რათა მომხმარებელი არ გაიქცეს, კონტენტი საჭიროა რათა იგი დარჩეს და მოვიდეს კიდევ ერთხელ. გთავაზობთ ნებისმიერი თემატიკის, უნიკალური, SEO ოპტიმიზებული სტატიების დამზადებას და თქვენ საიტზე განთავსებას. ასევე მათ მულტიმედიურ და ტეგებით გაფორმებას.

100 სიტყვის ღირებულებაა - 2 ლარი.

დამატებითი მომსახურების მიღების ვადები განსხვავებულია და დამოკიდებულია მის მოცულობასა და სირთულეზე.

აღნიშნული დამატებითი მომსახურების გარდა შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი საიტისთვის საჭირო სხვა მომსახურებაც. ჩვენ განვიხილავთ შემოთავაზებას და მისი შესრულების შესაძლებლობის შემთხვევაში დამატებით გაცნობებთ ღირებულებასა და ვადებს.

მომსახურების პაკეტები

დაგვიმეგობრდით

დამატებითი მომსახურება

ანგარიშსწორება

მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით, საქართველოს ბანკის ანგარიშზე, ან emoney.ge სისტემის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

დაგვიკავშირდით

  • Skype: BizWebmaster.com
  • ტელეფონი: 5-9595-6666

შეაფასე/გააზიარე:

navige