რაში გვჭირდება საიტი?
საკუთარი საიტის ქონა დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ პრესტიჟზე მითითება და მოდას აყოლა. კომპანიის ინტერნეტ-წარმომადგენლობა მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ და ისეთ საკითხებს მოგიგვარებთ, რომლებიც მის გარეშე ან ვერ მოგვარდება, ან ბევრად ძვირი დაგიჯდებათ.
თუკი საკუთარი საიტის შექმნას საფუძვლიანად მიუდგებით, გაწეული დანახარჯების სწრაფ უკუგებას მიიღებთ.
მოკლედ გაგაცნობთ იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც სწორ და სრულ წარმოდგენას შეგიქმნიან საკუთარი საიტის ქონის აუცილებლობის შესახებ.
ახალი კლიენტების მოძიება.
წარსულს ჩაბარდა ის ეპოქა, როდესაც საჭირო მაღაზიის, ან ოფისის მოსაძებნად ადამიანი ქუჩა-ქუჩა დააბიჯებდა.
სარეკლამო ბუკლეტს დიდ ხანს არავინ ინახავს.
პროდუქციის ან მომსახურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელი ახლა უკვე ინტერნეტს სტუმრობს.
იპოვის თუ არა ინფორმაციას თქვენს შესახებ, მხოლოდ თქვენს საიტზე და შესაბამისად მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
ბიზნესის საზღვრების გაფართოვება.
ინტერნეტი არ სცნობს საზღვრებს.
თქვენი საიტი გაგიმარტივებთ როგორც საქართველოს რეგიონებთან, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილთან კომუნიკაციას.
ინფორმაცია თქვენს შესახებ ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის,
რომელსაც გააჩნია ინტერნეტში ჩართული მოწყობილობა.
24/7 ვირტუალური ოფისი.
საიტი მუშაობს მაშინაც, როდესაც თქვენი მაღაზია ან ოფისი უკვე დაიკეტა.
ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმერ დროს შეუძლია შეიტყოს თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
(ტელეფონი, ელფოსტა, მისამართი, თქვენს მაღაზიასთან, ან ოფისთან მოსასვლელი გზა და ა.შ.),
შეიტყოს თქვენს მიერ შეთავაზებული პროდუქციის და მომსახურების ფასები, ფასდაკლებები, სიახლეები და ა.შ..
პროდუქციის და მომსახურების დემონსტრაცია.
საიტი ადვილად ითავსებს ყველა სხვა სახის სარეკლამო საშუალების ტექნიკურ შესაძლებლობებს.
თქვენ უკვე დღეს შეგიძლიათ განათავსოთ გრაფიკული, ტექსტური, ვიდეო და აუდიო ინფორმაცია თქვენი პროდუქციის და/ან მომსახურების შესახებ.
მოახდინოთ მათი შედარება ცხრილების, გრაფიკების ან სხვა სახით.
კლიენტებთან ურთიერთობა.
თქვენი საიტი სწრაფად, ეფექტურად, დროის და ადამიანური რესურსების დანახარჯების გარეშე
და რაც მთავარია დამოუკიდებლად უპასუხებს კლიენტების და პარტნიორების ტიპიურ შეკითხვებს.
უკუკავშირის ფორმის მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული შეძლებს საკუთარი სპეციფიური
შეკითხვების დასმას ნებისმიერ დროს და ოპერატიულად მიიღებს პასუხებს.
იაფი და ეფექტური რეკლამა.
საიტი წლების განმავლობაში იტვირთავს ქუჩის ბანერის,
სატელევიზიო კლიპის და სხვა სახის რეკლამის ფუნქციებს.
საიტის დამზადება კლიპზე და ბანერზე ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ.
მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენს საიტს ძირითადად მიზნობრივი აუდიტორია -
თქვენი პროდუქციის შეძენით დაინტერესებული მომხმარებელი ესტუმრება.
არ გადადოთ და არ ინანებთ!
მომსახურების პაკეტები
დაგვიმეგობრდით
დამატებითი მომსახურება
ანგარიშსწორება
მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით, საქართველოს ბანკის ანგარიშზე, ან emoney.ge სისტემის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
დაგვიკავშირდით
შეაფასე/გააზიარე: